primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ აღადგინოს ურთიერთობა უკრაინასთან - გიორგი ბარამიძე

  • პოლიტიკა
  • 29.06.2023
  • 00:07
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ აღადგინოს ურთიერთობა უკრაინასთან - გიორგი ბარამიძე

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ აღადგინოს ურთიერთობა უკრაინასთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააბრუნოს ვექტორი დასავლეთისაკენ და გაათავისუფლოს მიხეილ   სააკაშვილი. მისი თქმით, ეს არის აუცილებელი საქართველო-უკრაინის კავშირების გამტკიცებისათვის, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის.

გიორგი ბარამიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს უკრაინის კონსტიტუციის დღეა, უკრაინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე ქვეყანა განიცდის პირდაპირ აგრესიას იმ მტრის მიერ, რომელსაც ისტორიული მტრობა აქვს საქართველოსთან და რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. უკრაინის პარლამენტში, რადაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებას მოახსენა მისი ხედვა და წარმოთქვა ისტორიული სიტყვა, რომელიც გულისხმობს უკრაინის განვითარებას, წინსვლას და ურთიერთობებს მის მეგობრებთან, მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის თავდადებით, უკრაინის ხელისუფლებისა და ჯარის ვაჟკაცობით, უკრაინელების ერთად დგომით გაიმარჯვებს უკრაინის მიმართ მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, რადგან სიმართლე არის უკრაინელი ხალხის მხარე, რუსეთი აგრესორია, რადგანაც რუსეთი დამპყრობელია, რომლის შეჩერება ახლა უკვე არ არის მხოლოდ საქართველოს ან უკრაინის საზრუნავი, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს საზრუნავია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა თუ რა მოხდება უკრაინის გამარჯვების შემდეგ უკრაინის მეზობლების ბედი და ხაზგასმით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის საერთაშორისოდ აღიარებას, არამედ ეს  ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. ასე უყურებს გმირი უკრაინელი ერის გმირი პრეზიდენტი. პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს. ეს არის ის, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ჩვენ და საუბრობდა ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად ესმის უკრაინის მნიშვნელობა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობა“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძემ ხელისუფლებას მიმართა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის.

„მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას: პირველი - დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე უკრაინელ ერთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, არ შეიძლება, დაუშვებელია და ეროვნული ინტერესების ღალატია, როდესაც საქართველო არის ზურგშებრუნებული უკრაინასთან, როდესაც საქართველოში არ არის უკრაინის ელჩი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერს - რუსეთს. მოვუწოდებთ მათ სასწრაფოდ აღადგინონ ურთიერთობები უკრაინასთან. მეორე - დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ არის დრო, დააბრუნონ საქართველოს განვითარების ვექტორი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი ძმების, უკრაინელების არჩევანი,უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოც გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად და საქართველო და უკრაინა, მოლდოვა და სხვა ცივილიზებული ქვეყნები უნდა იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები. მესამე - სამართლიანობისათვის, თუ კი რაიმე ნატამალი არსებობს ამ ქვეყანაში სიმართლისა და სამართლისა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა ბარამიძემ.

ზელენსკიმ დღეს განაცხადა: „ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები“. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge