primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია, რომ თურმე პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე მიკერძოებული პირია - გივი მიქანაძე

  • პოლიტიკა
  • 03.07.2023
  • 18:27
პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია, რომ თურმე პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე მიკერძოებული პირია - გივი მიქანაძე

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა  და პირველი მოსმენითაც არ იყო დაწყებული საკითხის განხილვა არათუ პლენარულ სხდომაზე, არამედ  საკომიტეტო ფორმატში, პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის დაადებდა ვეტოს ამ კანონპროექტს ისე, რომ არცკი დაელოდა, როგორ წარიმართებოდა განხილვა, რა პოზიციებზე იქნებოდა მსჯელობა და რა შედეგებამდე მივიდოდით“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა,  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც  ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს,  კანონპროექტის  პირველ,  მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სხდომათა დარბაზშიც კი არ იმყოფებოდნენ.

„ სად იყვნენ ეს ადამიანები  მაშინ, როდესაც ეს კანონპროექტი სიღრმისეულად და დეტალურად იხილებოდა და დღეს არგუმენტაციის გარეშე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას?“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შევიდა კონკრეტული ნორმები, რომელიც იძლევა საშუალებას, პრეზიდენტის წარმომადგენლის მონაწილეობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნას 9-კაციანი კომისია, რომელმაც უნდა შეარჩიოს კონკრეტული კანდიდატი და წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს შემდგომი განხილვისთვის.

„პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არის მიკერძოებული პირი. პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის  1-ელ პუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად და  ეს პრინციპი არის უზენაესი და სწორედ ამაშია პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. როდესაც კომისია იხილავს კონკრეტულ კანდიდატებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი, თუნდაც ფორმალური ჩარევის უფლებაც არ აქვს.  ის განიხილავს იმ კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას პარლამენტის წინაშე, რომელსაც კომისია  წარუდგენს მას ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე.  ახლა, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ თურმე პრეზიდენტს გარკვეულწილად ვართმევთ უფლებამოსილებებს, ამ კომისიას უნდობლობა თვით იმ ორგანიზაციებმა გამოუცხადეს, რომლებიც ამ კომისიის შემადგენლობაში იყვნენ. მათი განცხადებები ფარისევლურია, რადგან ორგანიზაციები, რომლებმაც  უნდობლობა გამოუცხადეს და ოფიციალურად განაცხადეს, რომ  შერჩევისა და დაკომპლექტების წესი მათთვის მიუღებელია, დღეს ამბობენ, რომ თურმე ის პროცედურები, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამის ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ყოფილა პრეზიდენტის ფუნქციის დაკნინება და გარკვეული უფლებამოსილების მიტაცება. ფაქტი ფაქტად რჩება -  ამ ადამიანებმა პირდაპირ უთხრეს პრეზიდენტს, რომ ის შერჩევისა და დაკომპლექტების წესი, რაც ამ კომისიასთანაა დაკავშირებული, აბსოლუტურად მიუღებელია და  ამიტომ ტოვებდნენ ამ კომისიას”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, „კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 2/3-ით ცესკოს  თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ცალსახად განსხვავებულია ეცვროპის საუკეთესო პრაქტიკისგან და  ვერავინ დაასწრებდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ამ პრაქტიკის შემოღებას, მასში რომ რაიმე დადებითი კომპონენტი ყოფილიყო.

„ვერც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საკომიტეტო მოსმენისას თუ პლენარულ სხდომაზე და ვერც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეძლეს თუნდაც ერთი  კონკრეტული ქვეყნის დასახელება, სადაც ეს პრაქტიკა განსხვავებულია ჩვენ მიერ  მიღებული  საკანონმდებლო ცვლილებისგან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge