primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, კაგებეშნიკებს, კობახიძეს და გომელაურს, აქ ვარ, თქვენი პირდაპირი სამიზნე და შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.07.2023
  • 19:04
მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, კაგებეშნიკებს, კობახიძეს და გომელაურს, აქ ვარ, თქვენი პირდაპირი სამიზნე და შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას - ლევან ხაბეიშვილი

3-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ქვებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს თანამებრძოლებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, იდგენენ ყირაზე და შს მინისტრს აქეთ უნდა დაგვაბრალონ, რომ ჩვენ გავლახეთ და თავპირი დავალეწეთ ქოცმაცუნებს,  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კასპში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშრებით განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი გამოძახებისა, სამართალდაცველები რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოჩენილან.

„მინდა საზოგადოებას გავაცნო კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ პენსიონერებთან თუ როგორ უნდა დაიკლოს საპენსიო ასაკმა და 65 წლის ნაცვლად მამაკაცებში გახდეს 60 წელი და როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარის და შესაბამისად დანარჩენი დანამატები 500 და უფრო მეტი, ამ დროს ალყა შემოარტყა რუსული პარტიის საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს მოხელეებმა იმ სახლს, იმ ოჯახს, სადაც ვიმყოფებოდი მე და ჩემი თანაგუნდელები ათეულობით პენსიონერებთან ერთად. ამასობაში, ყველამ კარგად ნახა, რომ 3-4 საათის განმავლობაში „მილიცია“, კაგებეშნიკებს რომ დაატარებს გომელაური, იმის უწყება არც გამოჩნდა მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა და 3-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ქვებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, იდგენენ ყირაზე და არ გაგიკვირდებათ თუ ახლა გეტყვით ამბავს, თუ როგორ თხზავს შს მინისტრი ჩვენს წინააღმდეგ საქმეებს და უნდათ დაგვაბრალონ, რომ ჩვენ გავლახეთ და თავპირი დავალეწეთ ქოცმაცუნებს. ე.ი თუ გვივარდებიან თავდაცვის უფლებაც არ გვქონია. შესაბამისად, კონკრეტული ინფორმაციების საფუძველზე მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა და გავაფრთხილო კაკებეშნიკი, რუსეთის აგენტი გომელაური, რომ ხელი არ წაუცდეს და ჩემს თანამებრძოლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს და მან აარჩია ჩემი უახლოესი გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები და აქ დასაქმებული ადამიანები, ვისზეც აპირებს და შესაბამისი მოქმედებები დაიწყო, რომ აღძრას საქმე. ე.ი თავად დაგვესხნენ თავს, თავად ისროდნენ ქვებს, თავად იქცეოდნენ ველურად და ახლა უნდა მოუყვნენ საზოგადოებას, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, თავის დროზე რომ დამესხნენ თავს საკრებულოში, თურმე ჩვენ ვცემეთ, ჩვენ დავლეწეთ რუსული პარტიის წარმომადგენლები და აქეთ აპირებენ სისხლის სამართლის აღძვრას ჩემს თანამებრძოლებზე. მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, კაგებეშნიკებს, კობახიძეს და გომელაურს, აქ ვარ, თქვენი პირდაპირი სამიზნე და შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას, მითუმეტეს ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტიის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს. თუ რამე გინდათ და თუ ვინმეზე საქმის აღძვრა გინდათ, აქ ვარ, ლევან ხაბეიშვილ იარ გაურბის არც კითხვებს, არც სასამართლო საქმეებს, მოეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას, გაფრთხილებთ ყველას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზატორების დასჯის ნაცვლად, რუსული პარტია აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge