png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • საზოგადოება
  • 03.07.2023
  • 19:11
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობით, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. საწყის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სამი ტურის ფარგლებში შესრულებული დავალებების შედეგად ჟიურიმ 22 ნახევარფინალისტი შეარჩია, მათგან კი ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა.

შესრულებული დავალების შედეგებზე დაყრდნობით, ჟიურის წევრებმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩიეს, რომლებმაც 20 000 ლარის საპრიზო ფონდი გაინაწილეს. კონკურსის ფარგლებში, პირველ ადგილზე გასულ გუნდს 11 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 6 000, ხოლო მესამეადგილოსან გუნდს კი - 3 000 ლარი გადაეცა. 

პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი The Dividend Dudes გავიდა, მეორე ადგილი შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდმა Goal Diggers-მა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი ISET-ის გუნდი - Whizz-Kids გახდა. კონკურსანტების მიერ შექმნილი მაღალი ხარისხის ეფექტური გადაწყვეტების გამო, ჟიურიმ მეოთხე გამარჯვებულიც - ISET-ის გუნდი Hold My Beer გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მუშაობდნენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის სამივე ეტაპზე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ქეისი იყო წარმოდგენილი. რამაც შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, მიეღოთ საერთაშორისო დონის ცოდნა და განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები მარკეტინგული საქმიანობის განსაზღვრის, გაყიდვების, ბიზნეს ოპერაციების და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.

ღია რაუნდის დავალება სასმელების სექტორს, ნახევარ ფინალის დავალება საბანკო სექტორს, ფინალური დავალება კი - ფარმაცევტულ სექტორს ეხებოდა.

ფინალური რაუნდის ფარგლებში, სტუდენტებს უნდა შეემუშავებინათ ეფექტური გადაწყვეტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა მათ, მიეღოთ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის საბჭოსგან კომპანიის ახალი მედიკამენტით ბაზარზე ვაჭრობის ავტორიზაცია. შესაბამისად, მონაწილეები ისეთი სტრატეგიის შექმნაზე მუშაობდნენ, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებელს მიაწვდიდა სწორ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი დაეხმარებოდა მათ, კონკურენტებთან შედარებით უკეთესად წარმოეჩინათ საკუთარი მედიკამენტი.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის შესაძლო ROI-ს, ამონაგების, შემოსავლისა და მოგების გარდა, ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მიერ აგებულ ლოგიკურ ჯაჭვს ეყრდნობოდნენ, რომელიც ქეისის გააზრების, გადაწყვეტის გზების მოძიების, არგუმენტირების პროცესსა და ამ ლოგიკური ჯაჭვის ჟიურის წევრებისთვის წარმოჩენას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს კონკურსი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად გაიმართა.

„საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან და საერთაშორისო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და პროექტს ვუჭერთ მხარს. TBSC კონსალტინგთან თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მსოფლიო დონის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული, სხარტი და მონდომებული ახალგაზრდებისთვის ვქმნით განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მათში ახალი უნარების განვითარებას და ისეთი ცოდნის შეძენას, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება ადგილი დაიმკვიდრონ  წამყვან კომპანიებში. გვიხარია, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერი კონკურსანტების აღმოჩენის შესაძლებლობა გვეძლევა. საქართველოს ბანკის გუნდი კი არ ჩერდება და მომავალში უფრო საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge