primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

46 დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე ნებართვის მიზნით, შალვა პაპუაშვილს მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 04.07.2023
  • 17:32
46 დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე ნებართვის მიზნით, შალვა პაპუაშვილს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში გააკეთეს.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ და ფრაქციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც დღევანდელ აქციაზე ისაუბრეს და 46 პარლამენტის დეპუტატის მიმართვაზე შალვა პაპაშვილთან, რომლებიც მოითხოვენ, რომ პარლამენტის წევრებს შეეძლოთ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე თვეა, არცერთ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს შალვა პაპუაშვილი არ აძლევს უფლებას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

„46 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა არცერთ დეპუტატს, არცერთ საქართველოს პარლამენტის წევრს არ აძლევს უფლებას შალვა პაპუაშვილი, რომ მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუშინ გავრცელებულმა კადრება პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ, იმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, რომ შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვნახეთ ჩვენ გუშინ გამოხმაურებები, პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობით, რომ შემოგვიერთდნენ დღეს ვივამედთან აქციაზე, საღამოს 19:00 საათზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ რუსულ რეჟიმს, რომ არ დავუშვებთ რუსულ რევანშს საქართველოში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა არის სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულება და ეს კეთდება სწორედ მის საამებლად, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ასე რომ გთხოვთ, შემოგვიერთდით - ერთად გავაგონოთ ხმა რუსულ რეჟიმს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პრეზიდენტს და მოვითხოვოთ მისი თავისუფლება, რადგან  თავისუფლების პირობებში, ნებისმიერ თანაბარ გარემოში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ეს იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ამყოფებს პრეზიდენტს არა მხოლოდ ტყვეობაში, არამედ სრულ იზოლაციაში, რასაც ასევე ეხმარება პაპუაშვილი, რომელსაც დღეს 46-მა დეპუტატმა მიმართა,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge