png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რომან გოცირიძე სტუდენტებს - არ დათმოთ! პირველის დაცემას სხვებიც მოჰყვება

  • პოლიტიკა
  • 11.03.2016
  • 10:41
რომან გოცირიძე სტუდენტებს - არ დათმოთ! პირველის დაცემას სხვებიც მოჰყვება

სტუდენტური მოძრაობა უნდა აღორძინდეს. სხვანაირად ძველი თაობა ვერ გამოიყვანს ჭაობიდან ქვეყანას, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანტიოდერული გამოსვლები არის ორი ათეული წლით მივიწყებული სტუდენტური მოძრაობის აღორძინების საწყისი ნიშანი.

”მათ უნდა გაიმარჯვონ არა მხოლოდ ლოკალურად, უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში საზოგადოების პოლიციური კონტროლის რეჟიმი. ოდეერთან ჩემი პირადი ანგარიშსწორებაც მაკავშირებს: ოთხმოცდათიანი წლების დასაწყისში, როცა ეკონომიკურ რეფორმებს ვიწყებდით ( მაშინ ვიცე-პრემიერი ვიყავი), საბჭოთა რეპრესიული და კორუფციული კონტროლის სისტემის გაუქმების გარეშე შეუძლებელი იყო ბიზნესის განვითარება და საბაზრო ნორმების დამკვიდრება. პირადად ჩემი ინიციატივით გაუქმდა ე.წ. სახალხო კონტროლი, ე. წ. ობეხეესი, ე. წ. კრუ ( ფინანსური კონტროლის ინსპექცია). დიდი ომი გადავიტანეთ მაშინ რეფორმატორულმა უმცირესობამ. ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე სწორედ ოდეერის სისტემა იყო. ვისაუბრეთ მაშინ ამის გაუქმებაზე მე და ირაკლი ბათიაშვილმა( მაშინ უშიშროების მინისტრი იყო და ეს სისტემა მას ექვემდებარებოდა). ისიც თანახმა იყო. ვერაფერს გავხდით. ამის გარეშე არეულ ქვეყანას ვერ ვმართავთო-ასეთი იყო უკლებლივ ყველას პოზიცია-შევარდნაძით დაწყებული, ძალოვანი მინისტრებით დამთავრებული. წავაგეთ ეს ბრძოლა. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ჯაშუშური სიმახინჯე ვარდების რევოლუციისშემდგომ ხელისუფლებასაც გადაურჩებოდა და დღემდე შემორჩებოდა სახელმწიფო მმართველობას. მე თავისებურად ვიძიე შური ამ წარსულის გადმონაშთზე. როგორც კი ეროვნულ ბანკში მივედი, საინფორმაციო-უსაფრთხოების სამსახურს ამოფარებული ოდეეერის პოსტი გავაუქმე. ეროვნული ბანკი იყო საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, სადაც არ ყოფილა ოდეერი. ჩემი წამოსვლის შემდეგ კვლავ აღადგინეს. ოდეერის სისტემის გაუქმება საზოგადოების გაჯანსაღების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. რა მინდა ვუთხრა სტუდენტებს: არ დათმოთ. პირველის დაცემას სხვებიც მოჰყვება. მაგალითი გადამდებიაო. სხვებიც მოგბაძავენ. რაც ჩვენ ვერ შევძელით, მოდით, გააკეთეთ თქვენ!”, - ამბობს გოცირიძე,

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge