png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა

  • ბიზნესი
  • 14.07.2023
  • 16:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, 12 და 13 ივლისს, საქართველოს ბანკის ინიციატივით და EFSE Entrepreneurship Academy-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრას სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თამარ ჩიჩუა უძღვებოდა.

ვორკშოპს მეწარმე ქალები დაესწრნენ ისეთი ბიზნესებიდან, როგორიცაა: ტექნოლოგიური აგრობიზნესი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ციფრულ სამყაროში თანამედროვე ქოუჩინგის უნარებს, მოტივაციის გაზრდის მეთოდებს, პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის და დასახული მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა მეწარმეებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი და შექმნან თანამშრომლებზე მორგებული გარემო.   

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც  მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო  ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი, რომელიც ვფიქრობთ, მონაწილეებს დაეხმარა, გაცნობოდნენ ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს, მიეღოთ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინსტურმენტების შესახებ. ძალიან გვახარებს ვორკშოპისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge