png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.07.2023
  • 17:20
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი - ლევან ხაბეიშვილი

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს.

“მე მიხარია, რომ აქ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ერთხელ უკვე დაგიმარცხებიათ „რუსული ოცნება“ საქართველოში. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დიდ ქალაქებში და არა მარტო დიდ ქალაქებში დაამარცხეთ „რუსული ოცნება“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და მე მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა და დიახ, თქვენ ხართ გამარჯვების ფორმულა. დიახ, თქვენ ხართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დიახ, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისაც უკვე ერთხელ დამარცხებული გყავთ რუსული პარტია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტან ლომის წვლილს და დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დარწმუნებული ვარ ასეთი მრავალი იქნება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის ამოცანები და მიზნები, რაც გვაქვს ჩვენ. პირველი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვპირდებით ჩვენს პენსიონერებს, რომ 400 ათას პენსიონერს გაუნულდებათ საპენსიო სესხი. მეორე - ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს და ასეთი არის 600 ათასამდე საქართველოში - უნდა ჰქონდეთ უფასო კვება. მესამე - ჩვენ ვამბობთ, რომ ბიტკოინებიდან მილიარდებს რომ იპარავს ბიძინა ივანიშვილი და დაახლოებით წელიწადში ივანიშვილი, მამაცაშვილი ,ხიდაშელი, ფარცხალაძე ათ მილიარდამდე ლარს პარავს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად ტარიფები უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც იყო და ყაჩაღური ტარიფები, რასაც თქვენ ელექტროენერგიაში იხდით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ თქვენ იხდით 18-22-26 თეთრს და ბიძინა ივანიშვილი იხდის 8 თეთრს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება და თქვენთან ერთად, ვინც ხართ საკრებულოს წევრები შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „სტრატეგის აღმაშენებლიდან“, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს და თქვენ იქნებით ამ გამარჯვების არა თუ თანამონაწილეები, არამედ ფრონტის წინა ხაზზე.“  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge