png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ყოველმხრივ ინოვაციური“ - რას გულისხმობს Geely Auto-ს სტრატეგია

  • ბიზნესი
  • 25.07.2023
  • 17:20
„ყოველმხრივ ინოვაციური“ - რას გულისხმობს Geely Auto-ს სტრატეგია

Geely Holding -ში შემავალი Geely Auto წარმოებას ახალი მიდგომის და კონცეფციის ფარგლებში აფართოებს და აქცენტს ელექტრიფიცირებაზე აკეთებს

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების კვლევებსა და განვითარებაში ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ 100 მილიარდი იუანის ინვესტიცია განახორციელა

ავტომობილების ექსპორტის რეიტინგში მსოფლიო მასშტაბით ჩინეთი მეორე ადგილზეა და უკვე გერმანიას უსწრებს

ბოლო რამდენიმე წელია გლობალური საავტომობილო ინდუსტრია წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადადის. მსოფლიო ტრენდს და მოთხოვნებს მიჰყვებიან ჩინური საავტომობილო ბრენდებიც და სულ უფრო ინტენსიურად აწარმოებენ  ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს.  მათ შორის არის Geely Holding -ში შემავალი Geely Auto. კომპანიამ გასული წლიდან ახალი სტრატეგია შეიმუშავა სლოგანით  All Round Innovation, რაც წარმოებაში ინოვაციურ მიდგომას და ახალ ენერგიაზე გადასვლას უკავშირდება. 

ჩინური ბრენდი, Geely ინდუსტრიაში უახლეს მიდგომებს, წარმოებაში კი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს და ამ უკანასკნელისათვის არც ფინანსურ რესურსს ზოგავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების კვლევებსა და განვითარებაში  Geely-მ 100 მილიარდი იუანის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, Geely-მ მოიპოვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობები ინტელექტუალური ტექნოლოგიების, ახალი ენერგეტიკული ელექტროგადამცემი ტექნოლოგიის, ჭკვიანი სალონისა და ინტელექტუალური მართვის სფეროებში.

Geely Holding ჩინური მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1986 წელს დაარსდა და საავტომობილო ინდუსტრიას 1997 წელს თავისი შვილობილი კომპანიით, Geely Auto-თი შეუერთდა. ამჟამად,  კომპანია ჩინეთში მეშვიდე უმსხვილესი ავტომწარმოებელია.  ავტოწარმოების გარდა, Geely Holding  აქტიურადაა დაკავებული მსოფლიო ავტოინდუსტრიის ცნობილი ბრენდების შეძენით, მათ შორის 2010 წელს Ford Motor Company-სგან შეიძინა მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი Volvo Cars-ი, ხოლო 2017 წელს ბრიტანული სპორტული მანქანების მწარმოებელი Lotus-ი იყიდა. დღეისათვის ეს უმსხვილესი ჰოლდინგი ფლობს ისეთ ცნობილ კომპანიებს როგორებიცაა:  Volvo Cars, Lotus, Polestar, Smart, Lynk & Co და სხვა. Geely-ს 33 ქვეყანაში აქვს ოფიციალური სადილერო მათ შორის ევროპაშიც. Geely Auto ბრენდის ქვეშ წარმოდგენილია ავტომობილების 8 მოდელი  აქედან 5 SUV (MONJARO, TUGELLA, COOLRAY, AZKARRA და OKAVANGO), 2 EV (GEOMETRY C და GEOMETRY E) და 1 სედანი (EMGRAND). მათ შორის ყველაზე პოპულარულია კომპაქტური SUV Geely Coolray.  Geely-ის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.               

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge