png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

TKESHI - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერი იყო

  • საზოგადოება
  • 01.08.2023
  • 14:54
TKESHI - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერი იყო

TKESHI – ამ სახელწოდების აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი კოჯრის ტყეში ჩატარდა და ათობით ქართველ თუ უცხოელ არტისტს უმასპინძლა. ფესტივალის წლევანდელი თემა იაპონური კულტურა იყო და მისი მხარდამჭერი იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა,  „მაზდა ცენტრი თეგეტა“. ფესტივალის მიზანი, ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, მისი ბუნებრივ გარემოსთან მორგებაა.

 

 

 

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ უკვე მეორე წელია, TKESHI-ს სპონსორია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერა, ასევე იაპონური კულტური პოპულარიზება საქართველოში.  სწორედ ამიტომ „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებისთვის ბონსაის - მინიატიურული ხეების იაპონური ხელოვნების ვორქშოპი მოაწყო. მასტერკლასს ბონსაის ცნობილი სპეციალისტი საქართველოში, ნიკოლოზ მესხი უძღვებოდა.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „TKESHI არ არის უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ღონისძიებათა სერია, რომელიც ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, სრულიად ახალ მიმართულებას გვთავაზობს ხელოვნებაში.

ჩვენ გასულ წელსაც ვიყავით ფესტივალის სპონსორები, თუმცა წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთეთ, რადგან წლევანდელი თემატიკა იაპონური კულტურაა და ეს ფესტივალიც იაპონელი არტისტების წარმოდგენით გაიხსნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტების წახალისება აუცილებელია, ამას გარდა, მოგვწონს ქართული და იაპონური კულტურის შერწყმის იდეა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა, მოვუსმინოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, ვნახოთ ორიგინალური ნამუშევრები და დავესწროთ საგანმანათლებლო მასტერკლასებს“.

მასტერკლასის გარდა, „მაზდა“ ფესტივალზე საკუთარი კუთხითაც იყო წარმოდგენილი, სადაც ბრენდის ცნობილი ლოგოს მოძრავი ვერსია დამონტაჟდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვინტაჟური ავტომობილი, Mazda Miata MX 5 დაეთვალიერებინათ. აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი TKESHI 15-იდან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge