png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 14.08.2023
  • 12:13
დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ირაკლი კობახიძე

ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია ყველა დამეთანხმება, რომ  დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი, სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად,  იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება.

„ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გარკვეული ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო კიდევ იმ ღვარცოფული მასის, რომელიც წარმოიქმნა და იქ სიმაღლე შეიძლება იყო ზოგან 20 სმ, ზოგან ნახევარი მეტრი, მაგრამ როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. სწორედ ამაზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველივე საათებში ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის და იდენტიფიცირების საშუალება.

„სამწუხაროდ, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი, ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. თეორიულად, გადარჩენის შანსი იყო რომ დავუშვათ ვიღაცამ მოახერხა ტყისკენ გაქცევა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო ვეღარ მოახერხა უკან დაბრუნება. ეს იყო ერთადერთი შანსი, როდესაც შეიძლება, დღესაც, თეორიულად ადამიანი შეიძლება, აღმოაჩინო ადგილზე. ვისაც უნახავს ადგილზე ვითარება, ყველა დამეთანხმება, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. ზუსტად ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. მე თვითონ ვერტმფრენებთან დაკავშირებით არ მომისმენია განცხადება, მაგრამ რაც შეეხება თვითონ აპარატურას, ღამის ხედვის აპარატურას, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვერტმფრენია თუ დრონია, დრონს შეუძლია ხშირ შემთხვევაში იმაზე უკეთ იდენტიფიცირება კონკრეტული ობიექტის, ადამიანი იქნება, ცხედარი თუ ნებისმიერი სხვა რამ, ვიდრე ვერტმფრენს. უფრო ადვილია დრონებით მუშაობა და ამაზეა საუბარი. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა ადგილზე სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ, ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. სრული რესურსი არსებობდა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge