png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოდესის პორტიდან პირველი სატვირთო გემი სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით სტამბოლში ჩავიდა

  • მსოფლიო
  • 18.08.2023
  • 13:26
ოდესის პორტიდან პირველი სატვირთო გემი სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით სტამბოლში ჩავიდა

სტამბოლში ჩავიდა ხომალდი Joseph Schulte, პირველი გემი, რომელიც  რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ოდესის პორტიდან გამოვიდა. იუწყება Reuters

აღნიშნულია, რომ პირველმა ხომალდმა, რომელმაც ისარგებლა უკრაინისთვის გახსნილი დროებითი დერეფნით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ, ბოსფორის სრუტე გადაკვეთა.

ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Joseph Schulte, რომელიც რუსეთის მიერ ბლოკირებული ოდესის საზღვაო პორტიდან გამოვიდა, ნავსადგურში 2022 წლის 23 თებერვლის შემდეგ იმყოფებოდა და მას რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო ვერ ტოვებდა.

როგორც ცნობილია, ივლისში რუსეთის ფედერაციამ "მარცვლეულის შეთანხმება" დატოვა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურსათის ექსპორტი რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდებოდა. კრემლმა განაცხადა, რომ ყველა გემი, რომელიც გაემგზავრებოდა უკრაინის პორტებში, მის სამიზნედ  იქნებოდა მიჩნეული. რუსეთმა დაიწყო დარტყმები ოდესის რეგიონზე - პორტებისა და სურსათით სავსე საცავების წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტმა გამოაცხადა დროებითი დერეფნის გახსნის შესახებ, რომლითაც სარგებლობა ოდესის პორტებში გაჩერებულ სამოქალაქო გემებს შეუძლიათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge