png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩავალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოვუსმენ ყველას - სოფო ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 21.08.2023
  • 12:38
ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩავალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოვუსმენ ყველას - სოფო ჯაფარიძე

ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩავალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოვუსმენ ყველას, მოვისმენ თითოეულის მოსაზრებას ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უშუალოდ მოისმინოს ყველას მოსაზრება.

„მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ მხარდამჭერს, მიხეილ სააკაშვილის ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია, უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ამიტომ, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლითა და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის თავისუფლებისა და სამშობლოს გადარჩენისთვის.

ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩავალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ ყველას, მოვისმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას, მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის, არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ძალიან მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს. გამარჯვება არის გარდაუვალი. პირობას გაძლევთ, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე მივა და ჩვენ, ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge