png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილს მოუწვს პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს, ასეთი ტიპის განცხადებები უფრო ყურადღების მიქცევის მიზანს ისახავს - მიხეილ სარჯველაძე

  • კომენტარები
  • 21.08.2023
  • 15:41
სააკაშვილს მოუწვს პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს, ასეთი ტიპის განცხადებები უფრო ყურადღების მიქცევის მიზანს ისახავს - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილს მოუწვს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. საქართვთველოში პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ მან დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და წავიდა სხვა სახელმწიფოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ასეთი ტიპის განცხადებები უფრო მეტად ყურადღების მიქცევის მიზანს ისახავს, ვიდრე კონკრეტული საგნობრივი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაცნობას საზოგადოებისთვის. არ მგონია, სხვა მოტივაცია ან სხვა აქტივობა ადამიანებისთვის, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, და ის დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან, მათი აქტივობები და გეგმები ამას უკავშირდება, ამ დრომდეც ასე იყო, მომავალშიც ასე გაგრძელდება. არაფერი სიახლე ამ თვალსაზრისით არ იქნება.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ თვითონ სააკაშვილისთვის შეიძლება იყოს ეს ერთგვარი ახალი ასპარეზი ან ახალი მიმართულება, რომლის მეშვეობითაც ის კვლავ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ აპირებს ამიერიდან პოლიტიკაში ჩართვას, ესეც ალბათ მოსალოდნელი იყო. ის გარკვეულ ეტაპზე პოზიციონირებდა, როგორც თითქოს ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ პრეტენზიებს და გარკვეულ ამბიციებს აცხადებდა ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში იმის მიხედვით, როგორ შეიძლება ყოფილიყო მისთვის ხელსაყრელი იმ კონკრეტულ სიტუაციაში და იმ კონკრეტულ მომენტში. როგორც ჩანს, ახლა ის თვლის, რომ დროა, ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაში თავისი მონაწილეობის შესახებ. თუმცა, მინდა, აქვე ვთქვა, რომ არ მგონია, ამ შემთხვევაში მისი ნეგატიური წონა, რომელიც აქვს ქართულ პოლიტიკაში, სადმე გამქრალიყო. ამას ანგარიშის გაწევა დასჭირდება და კვლავაც საკმაოდ მძიმე ტვირთად ექნება, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი, წესით, ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება, მისი სურვილი იყოს და მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს მართლზომიერი არ არის. მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. საქართველოში პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ მან დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და წავიდა სხვა სახელმწიფოში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge