png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, რომელ პარტიას წარმოადგენს? - ირაკლი ზარქუა

  • კომენტარები
  • 21.08.2023
  • 16:21
ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, რომელ პარტიას წარმოადგენს? - ირაკლი ზარქუა

ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

„ვერ არიან კარგად, ამით შეიძლება შეფასდეს ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი. პატივცემული სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და კეთილი ინებოს, პატივი სცეს ამ ქვეყნის კონსტიტუციას. ახლა ხომ მაინც შეუძლოა, მოინანიოს და ერთხელ მაინც გადადგას ადეკვატური, საქართველოს ინტერესებისა და კანონმდებლობის შესაბამისი ნაბიჯი. სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა.

რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ეს გოგო მეცოდება, მის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ახლა წარმომადგენლად დანიშნა. აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? რომელ პარტიას წარმოადგენს, ეს რომ დადის და წამდაუწუმ სააკაშვილს, ბელადს ახსენებენ? სამი ფრთაა, რომელიც სააკაშვილის სახელს იყენებს და ამბობენ, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი განუყოფელი ნაწილიაო. ამ დროს სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ნიშნავს ქალბატონ ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო. არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე?  მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან, მაგრამ დაუჯერეთ სოფო ჯაფარიძეს, რადგან სოფო ჯაფარიძე არის წარმომადგენელი სააკაშვილის, რომელიც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგიტიმურია, საარჩევნო პროცესში იყოს ჩართული. ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოვიდეს ამ ხელმოცარულებისგან? ამიტომაც არის, რომ ცდილობენ, ყველა პატარა თუ დიდ ტრაგედიაზე ხელი მოითბონ და პოპულისტური განცხადებები აკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge