png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნითაც იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირა ადამიანების სიცოცხლე - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.08.2023
  • 12:33
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნითაც იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირა ადამიანების სიცოცხლე - ლევან ხაბეიშვილი

3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი შოვის ტრაგედიის ქრონოლოგია, - ამის შესახებ განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რომელსაც შეეწირა ადამიანების სიცოცხლე.

“3 აგვისტოს ტრაგედიის პასუხად ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდა პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი ხალხი, მოქალაქეები იმსახურებენ პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სადაც ბევრი მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები. იკვეთება დაგვიანებული რეაგირება. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას. მეტიც, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე, ამიტომ საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი. ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით ხელისუფლებას, პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად, საზოგადოებას გავცეთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახებიდან. ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, მთელი ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები. 24-გვერდიან ანგარიშში, რომელიც არის ჯერ შუალედური და ცხადია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან. ცხადია, ეს დასკვნა საზოგადოებისთვის იქნება გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტრაგედიის გამოძიება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge