გურჯაანში 35 წლის კაცი მოკლეს
- სამართალი
- 04.09.2023
- 11:33
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის კაცი მოკლეს.
ახალგაზრდა კაცს 89 წლის მეზობელმა კაცმა სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული დაკავებულია
მკვლელობას წინ სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200