png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება მიანიჭა მთავრობას - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.09.2023
  • 13:23
ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება მიანიჭა მთავრობას - შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება მიანიჭა მთავრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ მანიპულაციებს, თითქოს ვინმე ვინმეს ბლოკავს. 

„ბლოკავს ნიშნავს, რომ ინსტიტუტს აქვს რაღაც უფლება, რომელი უფლების წართმევაც ხდება, სინამდვილეში არის ასე, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელების მხრივ აქვს მთავრობას და მთავრობამ უნდა მისცეს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა განახორციელოს საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა, ეს არის მთავარი.

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, საქართველო საგარეო ურთიერთობაში უნდა წარმოდგეს ერთი ხმით და ვხედავთ, რომ ეს ერთი ხმით გამოსვლა არ ხდება. ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა სწორედ, მოქმედ მთავრობას, რომ მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში. პოლიტიკა, სტრატეგია დაგეგმოს მთავრობამ პარლამენტის მითითების შესაბამისად. ეს ერთი ხმა უნდა ჟღერდეს გარეთ და დისონანსის შემოტანა არის ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ინტერესებს. საუბარი, თითქოს პრეზიდენტის ეს მოტივაცია არის კეთილი, დისონანსის შემოტანა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არის დაზიანება საქართველოს ინტერესების. პარლამენტი, მთავრობა და „ქართული ოცნება“ ახორციელებს ერთადერთ კურსს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. პრეზიდენტს აქვს სხვა უფლებამოსილებები. ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია მისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge