primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

  • საზოგადოება
  • 25.09.2023
  • 14:21
საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკი ნიჭიერი, მიზანდასახული და შემოქმედებითი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და Miami Ad School Europe-ის მიერ შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან კრეატიულ სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრება.

წლევანდელი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული სოფი ივანიშვილია, ის ორი წლის განმავლობაში ბერლინში, MASE-ში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Art Direction-ის მიმართულებით - გაივლის პრაქტიკულ კურსებს, ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს მსოფლიოში ცნობილ კრეატიულ სააგენტოებთან, დააგროვოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდეს გლობალური კრეატიული ქსელის წევრი.

აღსანიშნავია, რომ წელს სასტიპენდიო პროგრამაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის - 160-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა. პირველ ეტაპზე ჟიურიმ გამორჩეული და ორიგინალური იდეის მქონე პორტფოლიოს ავტორები გამოავლინა, შემდეგ კი 5 საუკეთესი შედეგის მქონე მონაწილე შეარჩია, რომელთაგანაც სოფი ივანიშვილი გამარჯვებულად დაასახელა.

აპლიკანტებს ქართველი კრეატიული  სფეროს პროფესიონალები და MASE-ს გუნდის წევრები აფასებდნენ.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართველი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ MASE-სთან ერთად ოთხი წლის წინ შევქმენით საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. ჯამურად მივიღეთ 300-ზეტი აპლიკაცია და ჩვენი ერთობლივი ინიციატივით, უკვე სამმა ახალგაზრდამ გააგრძელა სწავლა ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა და Copywriting-ის ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. წელს მათ რიცხვს სოფი ივანიშვილიც შეუერთდა. ძალიან გვახარებს, რომ პროგრამის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ წელს აპლიკაციების რეკორდული რაოდენობა - 160-ზე მეტი აპლიკაცია - მივიღეთ. აღნიშნული შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს კი გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და პოტენციალის გამოვლენის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც მომავალში უკეთესი, უფრო ინკლუზიური და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, სტუდენტს სწავლის 50%-ს Miami Ad School Europe-ი უფინანსებს, 50%-ს კი - საქართველოს ბანკი. შესაბამისად, სტიპენდია სწავლის საფასურის 100%-ით დაფინანსებას გულისხმობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge