png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას, აღნიშნული გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ის აბსოლუტურად ჩართულია ბიძინა ივანიშვილის თამაშებში - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.09.2023
  • 13:16
სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას, აღნიშნული გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ის აბსოლუტურად ჩართულია ბიძინა ივანიშვილის თამაშებში - ლევან ხაბეიშვილი

სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

მისი თქმით, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩართულია ბიძინა ივანიშვილის თამაშებში.

“სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი. თითქოს იუსტიციის სამინისტროს დააწყებინა წარმოება და შემდეგ სალომეს გააჩერებინა. მანამდე სალომეს დააწყებინა ეს პროცესი, რომ თურმე უნდა ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, მერე შეაცვლევინა.

საქართველოს მოქალაქეობა გარკვეული პრივილეგიაა ევროკავშირის ქვეყნებში და ფარცხალაძე თუ დარჩება მხოლოდ რუსული პასპორტის ამარა, მას სხვა პრობლემებიც შეექმნება ევროკავშირის ქვეყნებში. მაგრამ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ეს ადამიანი  დაკავებული უნდა იყოს. მარტივი მიზეზით არის ეს გამოწვეული - პროკურორი შოთაძე თავად არის “ეფესბეს” ქსელის გაგრძელება, როგორც ფარცხალაძე, რადგან ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირია. სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილიც ეხმარება ფარცხალაძის თემის ჩაფარცხვაში, გადაფარვაში, შემდეგ ამ ადამიანის მიმართ არ იღძრება კონკრეტული ღონისძიებები და ესეც ადასტურებს იმას, რომ არა მარტო ფარცხალაძეს, არამედ ლილუაშვილს და დიდ პირთა წრეს აქვს შეხება “ეფესბესთან”.  ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანს არ იჭერენ., საკუთარ თავზე ბორკილების დადება არის ურთულესი საქმე,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge