primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს - წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს

  • პოლიტიკა
  • 26.09.2023
  • 18:39
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს - წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს

სამოქალაქო საზოგადოება ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს წერილით მიმართავს, რომელშიც საუბარია საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

"ევროპას ქართველი ხალხის გულსა და მისწრაფებებში საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ის წარმოადგენს საქართველოს, როგორც ისტორიულ არჩევანს, ისე საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი საბოლოო მიზანიც ევროპის კავშირში (ევროკავშირში) გაწევრიანებაა. ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა. ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განუსაზღვრა 12 პრიორიტეტის სია, რომლის შესრულებაც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ისინი მიზნად საქართველოს დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. რასაკვირველია, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება შესასრულებელი.

საქართველოში ვიზიტისას, ბატონმა ბორელმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ძლიერ ევროპულ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ამასთან, პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც მიჩნეული უნდა იყოს, როგორც „ეროვნული ძალისხმევა, რომელიც საჭიროა, პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა იდგეს“. მან მოუწოდა ქართველ ლიდერებს, არ გაუშვან ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა“ და რომ „ევროკავშირს სურს, იხილოს საქართველოს წარმატება მის ევროპულ გზაზე“. მართლაც, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ ევროპული პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მოახლოებასთან ერთად 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის ძალისხმევის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.

ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმები კომპლექსური პროცესია, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაწევით, ევროკავშირს შეუძლია მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული რეფორმების დღის წესრიგს და მნიშვნელოვნად გააძლიეროს საქართველოს ერთგულება მიზნისადმი, თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის კრიტერიუმებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.

მოცემულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებია. ამ დროს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას." ნათქვამია წერილში.

ხელს აწერენ:

  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • კავშირი საფარი;
  • ღია საზოგადოების ფონდი საქართველო (OSGF);
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS).
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge