png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება ამხილა - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 28.09.2023
  • 14:48
სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება ამხილა - ხატია დეკანოიძე

სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება ამხილა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, რომელშიც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისში, ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, უბრალო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მაინც. ხალხს უნდა ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა. ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

დეკანოიძის თქმით, მხილებები გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიერ,

„23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ღიად ვკითხე და საზოგადოებას ვუთხარი, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ფეესბეს“ სხვა აგენტების მიერ, მათი დახმარებით ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გადააქციოს  რეგიონში რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად. გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, რუსეთის გავლენა რეგიონში ძალიან შემცირებულია და პრაქტიკულად აღარ არსებობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ქართველი ხალხის დამსახურებით, შესაძლებელია, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ლავროვი ამხელს საქართველოს ხელისუფლებას. მხილებები გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა. ეს არის არათავსებადი საგარეო პოლიტიკურ კურსთან, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო. ეს კურსი ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ამ შეთანხმების ლოგიკური შედეგი კი ფრენების აღდგენაა. ლოგიკა მხოლოდ ერთია, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გახდეს ერთადერთი პლატფორმა რუსეთისთვის რეგიონში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge