png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს - დიმიტრი ხუნდაძე

  • პოლიტიკა
  • 03.10.2023
  • 14:14
„ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს - დიმიტრი ხუნდაძე

„ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას საქართველოში. რევოლუცია, ამბოხი, საბოტაჟი, უკიდურესი რადიკალიზმი მათთვის ძირითადი მახასიათებელია. სახიფათო ის არის, რომ დღეს ანარქიზმი უტევს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთელ დემოკრატიულ სამყაროს ფსევდო-დემოკრატიის სახით“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკური იდეოლოგია, უნდა მივყვეთ ფაქტებს და ისტორიას.

„ანარქიზმი, რომელიც ევროპაში წარმოიშვა, გარკვეული ჯგუფები ისევ იქიდან ცდილობენ მოაბრუნონ ოდნავ შეცვლილი სახით საქართველოში. ანარქიზმი - ლიბერალიზმის და სოციალიზმის რადიკალური ანარეკლია, რომელსაც წარმოადგენს სწორედ ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიები.  საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ ზუსტად პასუხობენ ჩვენი ოპოზიციონერები ამ იდეოლოგიის პრინციპებს. მაგალითად, ანარქისტებისთვის სახელმწიფო არის მიუღებელი და მტერი. მათი გაგებით, ქვეყანა უნდა მართონ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა.

ნახეთ, რა ზუსტად ასრულებენ ამ მოთხოვნას?  „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია სახელმწიფოს ნამდვილად მტრად მიიჩნევს და თავადაც მტრობენ ქვეყანას, ხოლო ქვეყნის მართვას უცხოეთიდან მათი ლობისტების მიერ დაქირავებული „ენჯეოებით“ აპირებენ. არჩევნების სამართლიანობაც მათი „ენჯეოების“ შესაფასებელია და ქვეყნის მართვაც, თურმე ამ ჯგუფებმა უნდა გადაიბარონ“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია, შენიღბულად ამზადებს ადგილობრივ აქტივისტებად სტუდენტებს და მათ ტრენერებად ჩამოჰყავთ რევოლუციურ სწავლებაში კარგად გაწვრთნილი კადრები.

„ოღონდ, აქ ერთი გამონაკლისია, შენიღბულად არ მუშაობენ  ოპოზიციური მედიის წარმომადგენელები. პირიქით, ხშირად ეს ჟურნალისტები ბევრად უფრო დიდი პოლიტიკოსები არიან, ვიდრე თავად მათი პატრონები.

სწორედ, ასეთი იდეოლოგიის გამო, ანარქიამ ვერც ერთ პერიოდში გამარჯვება ვერ იზეიმა. ის შთანთქა სხვა იდეოლოგიურმა მოძრაობამ. ისტორიას  კი, მეხსიერებაში შემორჩა „ბომბებით შეიარაღებული წვერიანი ანარქისტის კარიკატურული სტერეოტიპი“. სწორედ, ასეთ წვერებიან თუ უწვერო კარიკატურულ სტერეოტიპად შემორჩებიან „მოლოტოვის კოქტეილებით“ ხელში დღევანდელი ოპოზიციის ანარქისტი ლიდერები საქართველოს ისტორიას.

უღმერთობაზე, ურთიერთშეურაცხყოფაზე, სახელმწიფოს მტრობაზე, ომზე და ნგრევაზე ორიენტირებული „ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“ საქართველოში შედეგს ვერ მიაღწევს!“ - აღნიშნა ხუნდაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge