primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის სტიპენდიების ახალი პროგრამა - შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის მიიღონ 100%-იანი დაფინანსება

  • საზოგადოება
  • 03.10.2023
  • 14:16
საქართველოს ბანკის სტიპენდიების ახალი პროგრამა - შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის მიიღონ 100%-იანი დაფინანსება

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო.

ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ საქართველოს ბანკის 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის.

პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.

„საქართველოს ბანკის გუნდში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სასტიპენდიო პროექტს  საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის დროში განგრძობითი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ვხდით უმაღლეს განათლებას, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში აჩენს სწავლის სურვილსა და მოტივაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი არ ჩერდება, რადგან ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი და  მეტ ახალგაზრდას შევუქმნათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აინტერესებდეს საბანკო საქმიანობა, ბიზნესი, არქიტექტურა, ტექნოლოგიები ან უნივერსიტეტების მიერ პრიორიტეტული მიმართულებები (იქნება ეს მედიცინა, ისტორია თუ სხვა);
  • ამასთან, მას უნდა ჰქონდეს ლიდერობის პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია  შემდეგ  ბმულზე.

საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბენეფიციართა რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge