png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - ანა ნაცვლიშვილი

  • კომენტარები
  • 04.10.2023
  • 12:45
იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - ანა ნაცვლიშვილი

„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასამართლო პროცესი და საერთოდ, იმპიჩმენტის წამოწყება მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ სჯიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ყველა  მოქალაქეს, რომელსაც მომავალი უნდა და ესახება ევროპაში. ამ სურათის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“, თუმცა მათი არგუმენტები უკიდურესად სუსტია და აცდენილია კონსტიტუციას. მოქალაქეებიც ხედავენ, რამდენად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ იმპიჩმენტს, რომელიც თავადვე წამოიწყეს.

არ ვიცი, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო. არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან. ვნახოთ, დაველოდოთ, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად და  საქართველოს მეგობრული გზის მხარეს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესის სახით, საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge