png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების შესახებ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ისაუბრებს

  • საზოგადოება
  • 06.10.2023
  • 13:57
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების შესახებ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ისაუბრებს

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ყველაზე მასშტაბურ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ფინანსური განათლების სივრცეში, საქართველოს ბანკიც იქნება წარმოდგენილი.

ბანკის სტენდთან  ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ფინანსური განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებსა და ლიტერატურას, ასევე, გაიგონ მეტი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ისეთი პროდუქტების შესახებ, როგორებიც Student Card-ი და sCoolApp-ია.

გამოფენაზე მისული ახალგაზრდები შეხვდებიან დარგის ექსპერტებს. მოგვიანებით კი გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები  ფინანსური განათლების კუთხით საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. 

საქართველოს ბანკის მხრიდან პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ლევან ფავლენიშვილი მიიღებს. ის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულია. ლევანი ამჟამად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორი და ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დისკუსიის ფარგლებში კი ის ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრებს.

ლევან ფავლენიშვილისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების მიმართ ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტენდთან სტუმრებს დახვდებათ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული სახალისო და ინფორმაციული თამაშები, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ვიქტორინებში და დასაჩუქრდნენ პრიზებით.

„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ფინანსური განათლების მხარდაჭერას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. GELi-სთან თანამშრომლობით, ჩვენ საქართველოში პირველად გავმართეთ ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. შედეგად, საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მოსწავლეების მიერ ეკონომიკისა და ფინანსური განათლებისადმი გამოხატული ინტერესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ფინანსური განათლება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მთავარი საფუძველია. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, განათლების საერთაშორისო გამოფენა 6 და 7 ოქტომბერს, 11:00-19:00 საათზე, ექსპოჯორჯიაში გაიმართება, სადაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტების, დაფინანსების მოპოვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge