primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილა

  • პოლიტიკა
  • 11.03.2016
  • 16:55
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილა

აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მოქმედ ვიცე–პრეზიდენტს მარია შერმანს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მსოფლიო ბანკის განვითარების პროგრამა (DPO), რომლის მიხედვითაც საქართველო მიიღებს შეღავათიან სესხს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმების განსახორციელებლად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები ბოლო სტადიაზეა. საქართველოს ვიცე–პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ მიიღო 17 ნორმატიული აქტი, 18 კანონქვემდებარე აქტი, შეიმუშავა 7 სტრატეგია და არაერთი სამოქმედო გეგმა, რასაც ითვალისწინებდა ასოცირების შეთანხმება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება დააჩქარებს საქართველოს ევროინტეგრაციას, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზით, საქართველოს მშპ–ს ზრდა 2016 წელს 3 პროცენტის ფარგლებში იქნება და ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. საუბარი ასევე წარიმართა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ე.წ. „ესტონური მოდელის“ შემოღებაზე, რომლის თანახმადაც მოხდება კერძო სექტორის სტიმულირება მოგების რეინვესტირებისა და ეკონომიკაში მისი ჩაბრუნების მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ხაზი გაუსვა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. აღნიშნული პროექტი ქალაქ ვაშინგტონში გამართულ გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პროექტზე „საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის“, რომლის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობის პარტნიორია მსოფლიო ბანკი. შეხვედრაზე ითქვა, რომ მისი განხორციელების შედეგადაც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიტანს განათლებას, ცოდნას და ხელს შეუწყობს ახალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელ ელემენტებს შეადგენენ განვითარებისთვის და მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემისთვის. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის მოქმედი ვიცე–პრეზიდენტი მარია შერმანი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge