მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა, 260-ზე მეტი ცხედარი იპოვეს
- მსოფლიო
- 09.10.2023
- 09:54
ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. ფესტივალის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურმა 260-ზე მეტი ცხედარი იპოვა.
როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება.
7 ოქტომბერს, დილით „ჰამასმა“ საჰაერო იერიში მიიტანა „ნოვას“ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა.
ისრაელის ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200