primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 25.10.2023
  • 13:51
ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და შესაბამისი რეფორმები განახორციელა.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოფიციალური გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.

„საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც იყო მითითებული. რა თქმა უნდა, სრული მზაობა გვაქვს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რადგან რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და საქართველოს მთავრობა მზადაა, რომ რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები მომავალშიც გადადგას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საქართველოს ხელისუფლებამ  ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დადებითი გადაწყვეტილება იყოს, თუმცა დაველოდოთ. დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება ცნობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას აღნიშნული სტატუსი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით, მგონია, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, რადგან რეალურად, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელებულიყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებში ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

„ეს სამწუხარო რეალობაა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში დღესაც მოიძებნებიან ისეთი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა იმისა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და ნიკა გვარამია. კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვამბობ. ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, რადგან უცხოელი მეგობრები ამაზე პირდაპირ გვესაუბრებიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი - ვინ არიან ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს და განვითარებას. ალბათ ქალბატონი სამნიძეც დაადასტურებს და დაასახელებს, ვინ არიან ეს ადამიანები. შეიძლება დღეს შენ იყო ოპოზიციაში და რაღაცაში არ ეთანხმებოდე ხელისუფლებას, გქონდეს პოლემიკა, განსხვავებული აზრი, მაგრამ როდესაც საუბარია ევროპულ მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე და ყველაფერ ამას ეწინააღმდეგები, ხელს უშლი, ეს ძალიან დიდი ბოროტება და მავნებლობაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge