png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უნგრეთს არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი, ეს თავისუფალი არჩევანია - ჯოზეფ ბორელი

  • მსოფლიო
  • 25.10.2023
  • 14:32
უნგრეთს არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი, ეს თავისუფალი არჩევანია - ჯოზეფ ბორელი

უნგრეთს არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი, ეს თავისუფალი არჩევანია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კონფერენციაზე „ევროპა და მსოფლიო“ განაცხადა.

“უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, მახსოვს ბუდაპეშტი 1956 წელს ქუჩებში რუსული ტანკებით. მე 9 წლის ვიყავი... სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და მასთან რაც ხდება ბერლემონტში {ევროკომისიის შტაბ-ბინა}. მე იქ არ მინახავს არც ერთი ტანკი, არც ერთი იარაღი. ნებისმიერ შემთხვევაში უნგრეთს არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი, ეს თავისუფალი არჩევანია“, - განაცხადა ბორელმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა: „დღეს ჩნდება რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება, რომ ისტორია მეორდება. საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი არ არის მოსკოვი. მოსკოვი ტრაგედია იყო, ბრიუსელი, უბრალოდ, თანამედროვე ცუდი პაროდიაა. ჩვენ უნდა გვეცეკვა იმ მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უსტვენდა. ბრიუსელიც უსტვენს, მაგრამ ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვცეკვავთ!“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge