png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება

  • საზოგადოება
  • 26.10.2023
  • 16:14
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც 27 ოქტომბერს, თბილისი მერიოტში გაიმართება. ღონისძიებას BigPay-ის CTO-ს საიმონ ვანს-კოლინა უმასპინძლებს.

საიმონ ვანს-კოლინა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე, შეხვდება  სტარტაპ დამფუძნებლებს და მათთან საბანკო მომავლის შესახებ ისაუბრებს.

საიმონი მსოფლიოში ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი და გუნდის წევრი გახლდათ, ის ხელმძღვანელობდა ღია ბანკინგის ოპერაციებს და ასევე იყო  ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფის (Open Banking Working Group) წევრი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მომავალი განსაზღვრა. Monzo-ს შემდეგ ის სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ციფრული ბანკის  - Big Pay  - ის  თანადამფუძნებელი და CTO გახდა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

სპიკერის გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე: საბანკო საქმიანობის მომავალი და „შემდეგი თაობის“ Fintech - ი. დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი გვაზავა მიიღებს.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად  ეწვიეთ ბმულს.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge