png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სტატუსის გადავადება არ შეიძლება, საქართველო არის რუსეთის პირისპირ, ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 27.10.2023
  • 14:40
სტატუსის გადავადება არ შეიძლება, საქართველო არის რუსეთის პირისპირ, ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას - ხატია დეკანოიძე

საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობებს დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

„პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ჩემი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს. ამით თუ ვინმე და რამე გაძლიერდება, ეს იქნება საქართველოს სახელმწიფო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

„არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და, ხშირ შემთხვევაში, ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დაბნეულობაა. არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც, ადამიანების შიშებიც ლეგიტიმურია. არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე არაფერი მითქვამს ახალი, ისეთი,  რაც არ ჩანს ღია დისკუსიებში. კარგი იქნებოდა, თუ ერთიანი მძლავრი გზავნილი იქნებოდა. შესაძლებელია, რეზოლუცია დავარეგისტრიროთ, შესაძლებელია, წერილს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ის, რომ არსებობს შიში, რადგან შესაძლებელია, ამან „ქართული ოცნება“ გააძლიეროს, ესეც ლეგიტიმურია, რასაც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი ღიად ამბობს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“ ამას ძალიან დიდი ხანია, ამბობს და ასეთი დისკუსიები სოციალურ ქსელში არსებობს.

მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილი, მე კვლავ ამ აზრზე დავრჩები. სტატუსის გადავადება არ შეიძლება. არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ. შიდა არჩევნებია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მალე არის ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე ერთი აზრი მაინც არ არის. ამ გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდებით, შეიძლება კოსოვოსთან ერთად, ერთ კალათაში აღმოვჩნდეთ. საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობებს დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge