primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა აკადემიაში” ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 27.10.2023
  • 19:14
„თეგეტა აკადემიაში” ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს
  • „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგს გადიან

„თეგეტა აკადემიაში“, USAID-ის მხარდაჭერით, ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მომზადება. სწავლება  განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ექსკავატორის ოპერირების პროფესიას დაეუფლოს ან კომპეტენცია გაიღრმაოს.

ექსკავატორის ოპერატორის სასწავლო კურსი ორი მოდულისგან შედგება. სტუდენტები, თეორიულთან ერთად, სიმულაციურ და პრაქტიკულ ტრენინგებსაც გადიან. მომზადება-გადამზადების კურსზე ამჟამად „თეგეტა აკადემიაში“ 15 სტუდენტი სწავლობს. 2-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ „თეგეტა აკადემია“ კურსდამთავრებულების დასაქმებაზეც იზრუნებს. 

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი ეტაპის წარმატებით ჩახურვის შემდეგ, უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, რომ ეს კურსი კერძო სექტორისთვის ქმნის შესაძლებლობას, დაასაქმოს კვალიფიციური კადრები ან გადაამზადოს თანამშრომლები. ამასთანავე,  ინდივიდებს ვთავაზობთ, აითვისონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა-გამოცდილება. სიმულატორი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შევიძინეთ, სტუდენტებს პრაქტიკულ სწავლებაში ეხმარება. კურსის ბოლო ეტაპზე კი სტუდენტები რეალურ ტექნიკაზე გადიან სწავლებას“.

ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა აკადემიის სტუდენტმა დავით გოქსაძემ. იგი ახლა სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგებს გადის. მისი თქმით, სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა „თეგეტა აკადემიაში“ ცოდნის გასაღრმავებლად მივიდა.

დავით გოქსაძე, პროგრამის მონაწილე: „ექსკავატორის ოპერატორის მომზადების კურსის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვე. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი სამშენებლო სფეროში და მქონდა სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ ამ მიმართულებით მეტად  განვვითარებულიყავი. „თეგეტა აკადემიაში“ უკვე გავიარეთ ექსკავატორის მახასიათებლები, მუშაობის სპეციფიკა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ამ ეტაპზე პრაქტიკულ სწავლებას გავდივართ და ტექნიკას რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში ვცდით. ეს ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და მჯერა, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს“.

ოპერატორების მომზადება-გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“  ფარგლებში ხორციელდება.

ექსკავატორის მართვის ოპერატორის კურსის გარდა, „თეგეტა აკადემიაში“ მიმდინარეობს კიდევ ორი პროგრამა: ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge