png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი - მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი

  • კომენტარები
  • 30.10.2023
  • 13:43
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი - მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილს განცხადების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლა ეაწყვეტინა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რატომ შეაწყვეტინეს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა.

მოსამართლის თქმით, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე სააკაშვილს განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას.

„ბრალდებულს, ყველა სასამართლო სხდომის მსგავსად, დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლო მას 13-14 წუთი უსმენდა, ამ ხნის განმავლობაში, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე მიეცა განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა და წარდგენილი ბრალდების გარშემო ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქედან გამომდინარე, მას არაერთგგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან შეეცვალა საუბარი, განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია, თუმცა ის არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას. სასამართლოს აქვს უფლება, შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის გასცდება იმ საკითხებს, რაც განსახილველ საქმეს ეხება. თქვენ გაქვთ პოზიცია, რომ ბრალდებულს შეუძლია, ისაუბროს უსასრულოდ? ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხზეც? პოლიტიკური მდგენელი თუ აქვს ამ საქმეს, ისევ ამ საქმის ფარგლებში ეტევა საუბარი და მას შეუძლია, ისაუბროს, ამის თაობაზე არ შეგვიზღუდავს, მაგრამ თუ ის ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – განაცხადა მოსამართლემ პროცესზე.

მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განცხადებები გააკეთა. მან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შერმოსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და პროდუქტების გაძვირებაზე ისაუბრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge