primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, GELi მოსწავლეებისთვის ფინანსურ განათლებაზე შეხვედრებს გამართავს - პარტნიორი საქართველოს ბანკია

  • პოლიტიკა
  • 30.10.2023
  • 13:54
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, GELi მოსწავლეებისთვის ფინანსურ განათლებაზე შეხვედრებს გამართავს - პარტნიორი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ კონტექსტში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ფინანსური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში და GELi-სთან თანამშრომლობით, საქართველოს 11 რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

სკოლებში ლექციებს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) წარმართავს, მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს გაესაუბრებიან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მათთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს, როგორებიც არის: ბიუჯეტირება, დანაზოგი, ფინანსების სწორი მართვა და სხვა.

ინიციატივის მთავარი მიზანი მოსწავლეებში ეკონომიკის საბაზისო პრინციპების მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე ახსნაა, რაც დაეხმარება მათ, უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და რა მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნას. 

საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მე-7 - მე-12 კლასის მოსწავლეს შეუძლია.

„თანამედროვე სამყაროში ადამიანს ხშირად უწევს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებისთვისაც ფინანსურ წიგნიერებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. შესაბამისად, ასეთი ცოდნა მნიშვნელოვანია მოქალაქის გრძელვადიანი მდგრადი წარმატებისათვის. ჩვენი ორგანიზაციის, GELi-ს მისია სკოლის მოსწავლეებში ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების გავრცელებაა. ამ პროცესში კი საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რადგან ფინანსური ინსტიტუტი გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი საქმიანობისა და მიზნების როგორც მასშტაბი, ასევე წარმატების ხარისხი. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკისა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენთვის შესაძლებელი ხდება შევხვდეთ 2,500-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს, ვესაუბროთ ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობაზე და ჩავრთოთ ისინი ჩვენს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში,“  - ლევან ფავლენიშვილი, GELi-ის დირექტორი.

„საქართველოს ბანკისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. რაც ხელს შეუწყობს უკეთესი, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ეკონომიკური და ფინანსური განათლება თამაშობს.  ამიტომ, ვცდილობთ, ამ მიმართულებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარების პროცესში და გავხადოთ განათლება მეტად ხელმისაწვდომი. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ფინანსური განათლების პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერები არიან GELi და საქართველოს ბანკი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge