png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - გენერალური პარტნიორი კი საქართველოს ბანკია

  • პოლიტიკა
  • 02.11.2023
  • 11:33
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - გენერალური პარტნიორი კი საქართველოს ბანკია

10-12 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.

წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიას  მე-11 პავილიონში ჩატარდება, სადაც კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მათი საყვარელი გამომცემლობის, სტამბებისა და მაღაზიების წიგნები და პროდუქცია. ისარგებლონ საქართველოს ბანკის სპეციალური ფასდაკლებით და შეთავაზებებით.

ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას იმოქმედებს ქეშბექი. რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი წიგნის საქართველოს ბანკის ბარათით შეძენისას თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაუბრუნდება. ამისათვის, საჭიროა  შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროთ.

ფესტივალის ტერიტორიაზე, საქართველოს ბანკის სივრცეში, სტუმრები შეძლებენ ჩაერთონ ბანკის მიერ ორგანიზებულ საინტერესო აქტივობებში, ასევე ეწვიონ საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ გარე რეკრეაციულ სივრცეს.

 „საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ თბილისის წიგნის დღეების გენერალური პარტნიორები ვართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ მკითხველებს, აღმოაჩინონ ახალი წიგნები, მიიღონ რეკომენდაციები და შეიძინონ მათთვის სასურველი გამომცემლობების სერიები სპეციალურ ფასად, ასევე შესაძლებლობას აძლევს გამოცემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა. თბილისის წიგნის დღეები მკითხველთა საყვარელი ღონისძიებაა, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მცირე წვლილი მიგვიძღვის ამ ღონისძიების განხორციელებაში“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე  ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი  პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც  მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე - კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლესთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge