png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 02.11.2023
  • 14:47
ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული - ირაკლი კობახიძე

ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა აბსოლუტურად არასერიოზულია, იმ განცხადების გამო სინანული გამოხატა, რომელიც სხდომათა დარბაზში გააკეთა.  მისივე თქმით, ახლა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერია ბოდიში მოიხადონ, მაგრამ ამისთვის ღირსება არ ეყოფათ. 

„ახლა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერია. მათ უმრავლესობის წევრებისთვის ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ღირსება არ ეყოფათ. ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული.

წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა იუზრდელოს? ან პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ. ეს ყველაფერი უზრდელობაა და არა პოლიტიკური შეფასება. როცა დეპუტატებს პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევ, ეს სხვა რამეა და როცა ვიღაცები უზრდელური განცხადებებით გამოდიან, ეს – სხვა. ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ასე შემდეგ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება, თითოეულ ჩვენგანს ამაში გარკვეული წვლილი ჰქონდეს შეტანილი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროა, რომ პარლამენტის შიგნით ამ ყველაფერში განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. უფრო მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან  ქალ დეპუტატებს იფარებენ. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. ზოგადად, უზრდელობა სისუსტის გამოხატულებაა და როცა ბოდიშს არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ეს პოლიტიკური პარტია ქალიან-კაციანად უზრდელობენ, სავსეა უზრდელებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge