ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთ სამხედრო ბანაკზე კონტროლი დაამყარეს
- მსოფლიო
- 06.11.2023
- 13:16
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთ სამხედრო ბანაკზე კონტროლი დაამყარეს.
მათივე განცხადებით, ისრაელის გამანადგურებლებმა დარტყმები განახორციელეს „ჰამასის“ 450-ზე მეტ ობიექტზე. ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტების ერთ-ერთი მეთაური ჯამალ მუსა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ სპეციალურ ოპერაციებზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200