primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება

  • საზოგადოება
  • 07.11.2023
  • 17:06
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება

საქართველოს ბანკი განაგრძობს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში გამართული დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით სამიტი დღეს დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ეროვნული პარკების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს ეროვნული პარკების წარმომადგენლები ეწვივნენ აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან.

პროგრამა სამი დღე გაგრძელდება და 9 ნოემბერს დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში ექსპერტები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელების, ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიების და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზების შესახებ.

სამიტი ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის ბუნების ფონდი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.

„საქართველოს ბანკი,  კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი ღირებულება ისეთი ინიციატივების განხორციელებაა, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება უკეთესი მომავლის შექმნა. ამასთან, სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, კომპანიასა და თანამშრომლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან და პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ  დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა შექმნის განვითარების, ახალი კავშირების დამყარებისა და დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მათი განვითარების შესაძლებლობებს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობით უკვე 12 წელია 12 დაცული ტერიტორიის − ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელისა და ფშავ-ხევსურეთის − მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.

საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მოხდა: ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქცია, საგამოფენო სივრცეების განახლებული დიზაინით მოწყობა, ახალი ეკო-ტურისტული პროდუქტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა წახალისება და დაცული ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge