png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეგვიპტემ უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე უზრუნველყოს ღაზაში უსაფრთხოება ომების დასრულების შემდეგ - Wall Street Journal

  • მსოფლიო
  • 09.11.2023
  • 12:15
ეგვიპტემ უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე უზრუნველყოს ღაზაში უსაფრთხოება ომების დასრულების შემდეგ - Wall Street Journal

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ სისისთან და დაზვერვის უფროსთან, აბას კამელთან განიხილა საკითხი, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ეგვიპტემ უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის სექტორში, იმ დრომდე ვიდრე პალესტინის ხელისუფლება ამფუნქციის შესრულ.ებას შეძლებს. ამის შესახებ Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სისიმ უარყო ეს შეთავაზება და განაცხადა, რომ ეგვიპტე არ მიიღებდა მონაწილეობას „ჰამასის“ ლიკვიდაციაში, რადგან მას ესაჭიროება ჯგუფი ღაზის სექტორის საზღვარზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბერნსის ვიზიტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მანამდე ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორთან შეხვედრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები.

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ვაშინგტონი სულ უფრო მეტად განიხილავს რეგიონალურ ლიდერებთან ღაზის სექტორის მომავალს „ჰამასის“ გარეშე. აშშ ამტკიცებს, რომ ანკლავი პალესტინელებმა უნდა მართონ.

„ღაზის არავითარი ხელახალი ოკუპაცია კონფლიქტის დასრულების შემდეგ. არანაირი მცდელობა ღაზის ბლოკადის ან ალყაში მოქცევის.  ღაზის ტერიტორიის არავითარი შემცირება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, შესაძლოა კონფლიქტის დასრულების შემდეგ გარკვეული გარდამავალი პერიოდი იყოს საჭირო, მაგრამ პალესტინელები უნდა ჩაერთონ პოსტკრიზისულ მმართველობაში.

„ეს უნდა მოიცავდეს პალესტინის მმართველობას და ღაზის გაერთიანებას დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინის ხელისუფლების ქვეშ“, - თქვა ბლინკენმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge