primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი, ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში შესრულდება - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 09.11.2023
  • 15:01
მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი, ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში შესრულდება - გიორგი ვაშაძე

„მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი, ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში შესრულდება“ -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 9 რეკომენდაციას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებიც ადასტურებს.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დამატებით 9 რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია, რასაც „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს:

„გილოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს დეკემბერში, საქართველომ კანდიდატის სტატუსზე მიიღო პოზიტიური რეკომენდაცია და პირველ რიგში, თქვენ გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, როგორც ქალბატონმა ურსულამ თქვა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს. ოპოზიცია - ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი - ყოჩაღ, ხელისუფლება - მოუსმინე ქართველ ხალხს , ეს არის მთელი შინაარსი.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარი არის ის, რომ  მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და  იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთავარი - ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ - მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას, რომ ცხრა პირობა არ უნდა შეასრულოს და რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს.

წინ დიდი გამარჯვებისკენ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა.“ - განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge