png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინაში, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ტაივანის გარშემო არსებული ვითარება - ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე

  • მსოფლიო
  • 16.11.2023
  • 11:23
ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინაში, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ტაივანის გარშემო არსებული ვითარება - ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ღაზის სექტორში არსებული ვითარება.

ამის შესახებ ბაიდენმა მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მე და პრეზიდენტმა სიმ ასევე გავუზიარეთ მოსაზრებები მთელ რიგ რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის უარზე შეაჩეროს თავისი სასტიკი და აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და  ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე”, - თქვა მან.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რიგი სხვა გლობალური საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხები - ჩინეთში ამერიკელი მოქალაქეების დაკავებისასაკითხი და ტაივანის პრობლემები.

„როგორც ყოველთვის, მე დავაყენე საკითხები, რომელბიც ეხება შეერთებული შტატების შეშფოთებას ჩინეთის ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, ადამიანის უფლებებზე და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარ მოვლენებზე. ჩვენ განვიხილეთ სამივე საკითხი, - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ტაივანის გარშემო არსებულ ვითარებაზეც.

„მე ასევე ხაზი გავუსვი ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი და სი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა ერთი წლის განმავლობაში და სის პირველი ვიზიტი ამერიკაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ  მისი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც.

„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, ჩვენ ვცდილობთ, ურთიერთობები უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - თქვა ბაიდენმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge