დავგმე ტერორიზმი, იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ - პრეზიდენტი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- პოლიტიკა
- 16.11.2023
- 19:10
ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევს, ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილის თქმით, იმედი გამოთქვა, რომ მძევლები უსაფრთხოდ და სწრაფად გათავისუფლდებიან.
„იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200