png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მელია ან ხელს მოაწერს მანიფესტს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაავრცელებს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება - ლევან ხაბეიშვილი

  • კომენტარები
  • 20.11.2023
  • 14:45
მელია ან ხელს მოაწერს მანიფესტს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაავრცელებს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება - ლევან ხაბეიშვილი

მელია ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც არ აინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ. 

„ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, შესაბამისად 23 ნოემბერს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საჯარო, ამ კონკრეტულ ადამიანებთან, რომელზეც საუბარი იყო. არასდროს პრობლემა არ ყოფილა, ფაქტობრივად განსახილველიც არ ყოფილა, რომ ვინმესთან რაიმე პრობლემაა.

კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელს მოაწერენ, ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, აქვს სხვა მიზნები და სხვა ამოცანები, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად“, „გამარჯვების კოალიცია“ იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ადამიანები, ჩემი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრი მიბრძოლია და ამ ადამიანების მოფრთხილების გარდა არაფერი გაგვიკეთებია პარტიას, ისინი დღესაც არიან სხვათა შორის მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრები, როგორც პარლამენტის ყველა დეპუტატი არის დღეს პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ყველა განცხადება, რომელიც კეთდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ძალიან დიდი ნაწილი მათი შეთანხმებულია პრეზიდენტ სააკაშვილთან. ბევრჯერ მითქვამს მე პირადად, რომ ამ პარტიის ლიდერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ ადამიანმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ჩვენც ამას ვსაუბრობთ ამ თვეების განმავლობაში. კონკრეტული დისკომფორტი თუ ვინმეს ჰქონდა და აქვს, დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ღიად, რომ ის უხელმძღვანელებს მათ შორის პოლიტიკურ საბჭოში. კონკრეტულ ერთ ადამიანზე, ვისაც ამ თვეების განმავლობაში, ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი და მისი წუწუნი და ვერშეგუებლობა და ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებს მოთქვამს, ეს კონკრეტული ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან მოგვიწევს ჩვენც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ნიკა მელია პარტიაში, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც. რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

თუ მიიღო მანიფესტთან დაკავშირებით, რომ ხელს აწერს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, ის უკვე დიდი ხანია გარიცხულია, იურიდიულად მგლის ბილეთი, დააინტერესებს, მოგვწერს, გავცემთ შესაბამისს პასუხს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge