png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.11.2023
  • 14:45
ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ადრე არჩეული ადამიანებიც უნდა დააბრუნონ და ყველა შეცდომა უნდა იყოს გამოსწორებული.

„მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე – გიორგი ვაშაძეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მუშაობს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილიც წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იქნა დაშვებული შეცდომები, ყველა შეცდომა აღმოიფხვრას. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ჩემს თავზე ვიღებ ხელმძღვანელობას, ჩემს თავზე ვიღებ იმას, რომ პარტიის რეიკარნაცია მოახდინონ, პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვისაც. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ.

რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. პრემიერ-მინისტრობის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ ვითარებას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, რადგან ჩვენ მოვდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ, პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს. არაფორმალურ მმართველობაზე როცა საუბრობენ, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს. არაფორმალურად ჩემს მმართველობაზე თუ არის საუბარი, მე იმ პირობებში, როგორშიც აღმოვჩნდი, ჩემი ნებით არ ვარ და ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიასა და ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს.

როდესაც აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ? ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ იბრძოლებდა, ვინ გააკეთებდა? მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ჩემს თავზე ავიღო ყველაფერი. ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებალდ ბოლომდე უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც გაყვანილ იქნენ. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ. მე ვიქნები ამის კოორდინატორი და გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება. რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge