png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თემურ ალასანია გადაწყვეტილებებს არ იღებს, საქართველო არ არის მეომარი ქვეყანა, არავის მოკლავს, თავს არავის დაესხმება, გაცხადებული აქვს მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა და ამ გზისგან არ გადავუხვევთ - პაატა მანჯგალაძე

  • კომენტარები
  • 20.11.2023
  • 14:46
თემურ ალასანია გადაწყვეტილებებს არ იღებს, საქართველო არ არის მეომარი ქვეყანა, არავის მოკლავს, თავს არავის დაესხმება, გაცხადებული აქვს მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა და ამ გზისგან არ გადავუხვევთ - პაატა მანჯგალაძე

ალასანიამ თქვა თავისი აზრი და პოზიცია. ეს კაცი სახელმწიფოდ გადაიქცა, ხვალ სადმე შესვლას აპირებს? ბევრი აზრი არსებობს. საქართველო უნდა გაძლიერდეს, ძლიერი უნდა იყოს, რომ ანგარიში გაგვიწიონ, ვინ ამბობს, რომ თუ აფხაზები არ მოვკალით, ტერიტორიას ისე ვერ დავიბრუნებთ? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებაზე, რომელშიც ალასანია ამბობს: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, ეს არ მოხდება“.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა გაცხადებული აქვს.

„თემურ ალასანიას არანაირი თანამდებობა და ძალაუფლება არ აქვს, გადაწყვეტილებებს არ იღებს. შეიძლება, პოლიტიკურ, სამეცნიერო გზებზე არსებობდეს ასეთი მსჯელობა, რა და როგორ სჯობს, მაგრამ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო არ არის მეომარი ქვეყანა, არავის მოკლავს, თავს არავის დაესხმება. საქართველოს გაცხადებული აქვს მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა და ამ გზისგან არ გადავუხვევთ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმდენ სასწაულს ჰყვებიან, მათ შორის, საშინელებებს. ცოტა ხნის წინ ლევან ვასაძე მოჰყვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ომის პროვოცირებას მოახდენს, თავის თავზე რუსულ ცეცხლს გამოიძახებს, ხალხი წავა და „ქართულ ოცნებას“ აირჩევსო.

ალასანიამ თქვა თავისი აზრი და პოზიცია. ეს კაცი სახელმწიფოდ გადაიქცა, ხვალ სადმე შესვლას აპირებს თუ? ბევრი აზრი არსებობს. იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ როცა რუსეთი დასუსტდება, ძლიერი საქართველოს ფონზე კომპრომისზე წამოსულიყნენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები, მაგრამ დღეს სხვანაირად ვფიქრობ. გაერო-სა და საერთაშორისო პარტნიორების ჩარევით უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ სეპარატიზმზე უარი თქვან. ომის მომხრე კი არ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ როცა საქართველო ძლიერი იქნება, ძალას გაუწევენ ანგარიშს და დათმობებზე წამოვლენ, მაგრამ უკეთესი გზა ვიპოვე – საქართველო ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდება და არ დასუსტდება, ჩვენ ისე ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. საქართველოში ეს საკითხი არ დგას. ამ საკითხებს მიამიტურად ნუ დავაყენებთ. მხოლოდ ლოცვით ხომ ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს? საქართველო უნდა გაძლიერდეს, ძლიერი უნდა იყოს, რომ ანგარიში გაგვიწიონ. ამას რად უნდა ლაპარაკი? ვინ ამბობს, რომ თუ აფხაზები არ მოვკალით, ტერიტორიას ისე ვერ დავიბრუნებთ? რაზე მალაპარაკებთ, სისულელეა ამ თემაზე საუბარი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge