png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე, მე ვერასდროს ვერავინ გამომიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისთვის და დასჯისთვის - კობა ნაყოფია

  • პოლიტიკა
  • 24.11.2023
  • 15:14
გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე, მე ვერასდროს ვერავინ გამომიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისთვის და დასჯისთვის - კობა ნაყოფია

ვემზადებოდით, შევერთებოდით მანიფესტს და იმედი მქონდა, მოხდებოდა გაერთიანება, ამ დროს, გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„მე არ მიყვარს კონსპირაციების თეორიები, იმედია, და ვისურვებდი, რომ სააკაშვილს ეს დანართი არ ჰქონდეს ნანახი, რამაც ბევრ ადამიანში ბევრი კითხვა გააჩინა. ეს გახდა მიზეზი, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ ვაწერ. ზოგადად, ლეგიტიმურობის საკითხიც უცნაურად ამოტივტივებულ საკითხად მეჩვენება. არავინ აყენებს ეჭვქვეშ დოკუმენტს, რომელიც წარგდენილ იქნა იუსტიციის სამინისტროში. ყრილობას აქვს უფლება, გადაირჩიოს პოლიტიკური საბჭო. საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რამდენად სწორი იყო. წარმოიდგინეთ, პოლიტსაბჭოს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მარტში და  უეცრად, გაუგებრად და დამსწრეებმაც რომ არ იცოდნენ, ორასკაციან ყრილობაზე, ათიათასიან ყრილობაზე არჩეული წევრები ისე გააგდეს, ვერავინ გაიგო. როგორი ადამიანები გააგდეს? ღვაწლმოსილი, მებრძოლი, გაუტეხელი, გულანთებული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და გაუფრთხილებლად ისე გამოყარეს, რომ მედიის მეშვეობით გაიგეს მეორე დღეს.

სანამ ერთი ადამიანიც კი დარჩება გულნატკენი და ჩათვლის, რომ მისი ღირსება არის შელახული ან დაჩაგრულია, არასამართლიანად მოექცნენ, მე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და როგორც პოლიტსაბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, რა უფლება მაქვს ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერო ხელი, სადაც გვაგრძნობინებენ, რომ მე ვეთანხმები, რომ ლეგიტიმურად ყოფილა ეს ხალხი გაგდებული. მანიფესტში საუბარია, რომ ერთიანი ფრონტი უნდა გავუშალოთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. სადაც გაერთიანებისკენ არის მოწოდება და „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე სადაც არის საუბარი, ის ნაწილი არავისში კითხვას არ ბადებს, კარგია და მივესალმებით. ზოგადად, მე ველოდებოდი, რომ დანართის ნაწილი საერთოდ არ იქნებოდა მანიფესტში, ვიწრო პარტიულ თემებს არ შეეხებოდა, ასე მინდოდა, ყოფილიყო. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის პოსტი, სადაც მან მოსაწვევი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს მანიფესტი იქნება ყველასთვის, არ იქნება ვიწრო პარტიული და ეს მოლოდინი გვქონდა ყველას. ვემზადებოდით, შევერთებოდით ამ მანიფესტს და დიდი იმედი მქონდა, რომ მოხდებოდა გაერთიანება. ამ დროს გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე მე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე. კობა ნაყოფიას ვერასდროს ვერავინ გამოიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისთვის და დასჯისთვის. ეს არის გამორიცხული, არ გამიკეთებია არასდროს და არ გავაკეთებ. ამ პრინციპს არასდროს ვუღალატებ. დოკუმენტზე არ მაქვს ცხოვრებაში ხელი მოწერილი, სადაც შეიძლება, ხელის მოწერით სხვა ადამიანს მიადგეს ზიანი ან იმ ადამიანს ეტკინოს გული. მეორე საოცრება მოვისმინე, ახალი ამბავია რაღაც თვითგარიცხვა პარტიიდან“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge