png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემაზე ინიციატივას მხარს დავუჭერთ, მაგრამ დაემატება ჩანაწერი, რითაც იურიდიულ ძალას დაკარგავს 2011 წლამდე გაცემული მოწმობები - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 24.11.2023
  • 17:01
არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემაზე ინიციატივას მხარს დავუჭერთ, მაგრამ დაემატება ჩანაწერი, რითაც იურიდიულ ძალას დაკარგავს 2011 წლამდე გაცემული მოწმობები - ირაკლი კობახიძე

მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაშიც ხმის მიცემის უფლებას აძლევს, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ დღეს არსებითად შევჯერდით, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც 2011 წლამდეა გაცემული, ანუ იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი მოწმობები. შესაბამისად, ყველა ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი. დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებს, საერთოდ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება. არიან მოქალაქეები, რომლებსაც ლეგიტიმურად აქვთ არაელექტრონული პირადობის მოწმობები. ეს ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას. რაც უნდა დარჩეს ასე, ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავჭერთ, ოღონდ ამასთან ერთად შევჯერდით, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა გაუქმდება, რომელიც გაიცა 2011 წლამდე, შესაბამისად, არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, პრაქტიკაში დარჩება მაქსიმუმ 500.

დღევანდელი მოცემულობით არის ასეთი ვითარება, 2011 წლიდან შემოვიდა ელექტრონული პირადობის მოწმობები, ამის შემდეგ რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე, 64 ადამიანმა აიღო არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მაქსიმუმ ეს გაიზარდოს 500-მდე. როცა 2 მილიონი ამომრჩეველი მივა არჩვნებზე, 2 მილიონიდან იქნება მაქსიმუმ 500 კაცი, რომელიც ხმას მისცემს არაელექტრონული პირადობის მოწმობით. აქედან გამომდინარე, რაზეც იყო საუბარი, რომ შეიძლება, ეს არჩევნების გაყალბებისთვის იყოს გამოყენებული, თავიდან ბოლომდე იხსნება, რადგან მაქსიმუმ 500 კაცი იქნება, ვინც არაელექტრონული მოწმობით მისცეს ხმას. ოღონდ დამტკიცდება პრინციპულად განსხვავებული ფორმით, დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ყველა პირადობის მოწმობა დაკარგავს ძალას, რომელიც გაცემული იქნება 2011 წლამდე.

მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს, რადგან ასეთი არის დაახლოებით 200 ათასი პირადობის მოწმობა. ესენი დაკარგავს ძალას, თარიღზე შევჯერდებით, მაგრამ პირობითად, პირველი მარტიდან და ეს პირადობის მოწმობა გაუქმდება, შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. აქედან გამომდინარე, შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება 500 კაცი. არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, არის საქართველოში დაახლოებით 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ იღებს პირადობის მოწმობას. მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც აძლევს არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაშიც ხმის მიცემის უფლებას, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა. გაუქმდება 230 000 ძველი პირადობის მოწმობა და ვერავინ გამოიყენებს საარჩევნო მიზნებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge