png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, არც ვუშვებთ ამას, ჩვენ შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად - მიხეილ სარჯველაძე

  • პოლიტიკა
  • 29.11.2023
  • 10:36
მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, არც ვუშვებთ ამას, ჩვენ შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად - მიხეილ სარჯველაძე

საგარეო ურთიერთობებში ჩვენს ხელისუფლებას, ყველა სხვა ხელისუფლებებზე მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ისიც კარგად იცის ყველამ, რომ დიახ, ჩვენ მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, ამაზე არც ვმუშაობთ და არც ვუშვებთ ამას. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად. ამას ეწინააღმდეგებიან. გაიხსენეთ თემურ ალასანიას ბოლო განცხადება და არამხოლოდ მისი, აქ, ადგილობრივი პოლიტიკოსების. რატომ ალაპარაკდნენ ისინი მილიტარისტულ გეგმებზე? იმიტომ, რომ არის ხელისუფლების ურყევი პოზიცია, რომლის რაღაც ფორმით დანგრევა მათთვის სასურველია. ტერიტორიული მთლიანობის უომრად აღდგენის პოზიცია მოსწონს საზოგადოებას, ამას ამართლებს და ხალხმა ამის დაჯერება დაიწყო, რეალურად ირწმუნა, რომ ეს მოხერხებადია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ, თეა წულუკიანის მეთაურობით, უზარმაზარი შრომა ჩადო და გააკეთა ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმატებით დამთავრდა სახელმწიფოთა შორის დავა, რომელიც უკავშირდებოდა აგვისტოს ომს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას.

„ეს იყო უზარმაზარი წარმატება და ამას მოჰყვა კასკადი. მოკლედ, ამ მიმართებით, ჩვენს ხელისუფლებას სასაყვედურო, რომ რეალური ნაბიჯები იდგმება, არ აქვს. ერთადერთი, რაშიც შეგვიძლია, ეს ხელისუფლება გავაკრიტიკოთ ბრჭყალებში, არის ის, რომ ემოციურად გაუწონასწორებელი განცხადებებით არ გამოვდივართ, რადგან ამაზე დამოკიდებულია სახელმწიფოს, მთელი ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვიღაცამ გული მოიფხანოს და ამის გულისთვის ქვეყანა დაზიანდეს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. უბრალოდ შეუძლებელია, ეს ვინმეს მოსწონდეს, რაც უნდა ვინმესთვის სასიხარულო იყოს იმწუთას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge