ენტონი ბლინკენმა ქალაქი სკოპიე სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა
- მსოფლიო
- 30.11.2023
- 15:21
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქალაქი სკოპიე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.
ენტონი ბლინკენი ეუთო-ს მინისტერიალის ოფიციალურ გახსნამდე, 29 ნოემბერს, საღამოს ეუთო-ს პრეზიდენტს ვახშამზე შეხვდა. ასევე შეხვდა ეუთო-ს თავმჯდომარე მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც სკოპიე დატოვა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. სხდომაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
როგორც ცნობილია, ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში საბერძნეთის გავლით ჩავიდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200